05:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 16:45:18, 701 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტრომ მიმდინარე წელს ,,ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად 224 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რითაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრი აღიჭურვა.

"მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს კლინიკები - "ხულოს სამედიცინო ცენტრის" სამედიცინო პერსონალს და გაეცნო​ კლინიკაში დიალეზის ცენტრის ფუნქციონირებას. ხულოს მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი მიმდინარე წელს ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics