06:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 17:31:41, 1332 ნახვა

რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

შუახევში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, ოლადაურისა და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გამართულ შეხვედრებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

"კონსულტაციები და კრებები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა პრიორიტეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს განახორციელებს.

2024 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებისათვის 628 000 ლარი დაიხარჯება.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს, სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics