06:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 17:16:14, 1306 ნახვა

რეგიონი
ქედის მერია - იმედა ვასაძემ, გენადი ანანიძემ და რაულ სალაძემ სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რაულ სალაძესთან ერთად სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პირველი მაისის ცენტრის და ბაგა-ბაღის წყალმომარაგების სათავე კვანძის მძიმე მაგისტრალური წყალსადენისა და სამარაგო რეზერუარის მოწყობა მიმდინარეობს. 

"პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოლიეთილენის მილები, წყალშემკრები ავზები და გამანაწილებელი ავზები. სახელშეკრულებო ღირებულება 162 049 ლარს შეადგენს.

ასევე, მიმდინარე წელს სოფელ წონიარისში და ძენწმანში, სასმელი წყლის სათავე კვანძის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ავზის მშენებლობა განხორციელდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 684 099 ლარი დაიხარჯება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics