|
2024-01-29 11:59:46, 986 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“ 2024 წელს საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, 24-ე დაჯილდოებაზე, "თიბისი", საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. "თიბისიმ" აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. "ბოლო დროს, Global Finance-ის დაჯილდოება და ზოგადად, საერთაშორისო ბაზარი აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე აკეთებს, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას სწორედ ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. "თიბისი" ამ ჯილდოს წლებია ზედიზედ იღებს, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, რომელიც ბიზნესებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. 2024 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ვაჭრობაში მხარდაჭერას, რაშიც ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, "თიბისის" ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვეხმარება", - ამბობს გიორგი თხელიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე. „გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, პროცესების გაციფრულებისა და ამ პროცესებში ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობას ზრდის. სწრაფად ცვალებად და გარდამავალ ეპოქაში, ბანკების კორპორაციული კლიენტები სანდო პარტნიორს და საყრდენს, სიმარტივეს და სიზუსტეს ეძებენ. თავის მხრივ ბანკები, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსებას უჭერენ მხარს, მიწოდების ჯაჭვში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ცდილობენ, რომ გაუმკლავდნენ ეკოსისტემების დაზიანებას და ეფექტურად უპასუხონ გარემოს დაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის (ESG) მზარდ ტენდენციას", - აცხადებს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, "თიბისის" გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. წელს, რიგით 24-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლები მსოფლიოს 100 ქვეყანაში დაასახელა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)