|
2015-02-11 14:14:16, 1314 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით,საქმე ეხება 2015 წლის 1 იანვარს მე-17 დაწესებულებაში განხორციელებულ ფაქტს, რა დროსაც მჯავრდებულების მხრიდან მსჯავრდებულებზე ძალადობა მოხდა. გარდა ამისა, კაპანაძის განმარტებით, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, ხსენებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 პატიმრის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა 2015 წლის 1 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #მე-17 დაწესებულებაში განხორციელებული ფაქტი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მჯსავრდებულებზე ძალადობის შემთხვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და ისინი მიცემულ იქნენ პასუხისმგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ასევე, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია და პასუხისგებაშია მიცემული მე-17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის საამრთლის კოდექსის 332-ე და 144-ე მუხლებით.ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება",-განაცხადა თეა კაპანაძემ.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)