|
2023-11-09 09:15:07, 4015 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედიის ცნობით, პუტინი ყაზახ კოლეგასთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებებს გამართავს და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მხარეები განიხილავენ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ასოციაციების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხებს, გარდა ამისა, პრეზიდენტები მოსაზრებებს გაცვლიან რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე. მისივე თქმით, პრეზიდენტები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, მედიასთან კომენტარს გააკეთებენ და დისტანციურად ჩაერთვებიან რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)