01:11 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 16:50:49, 1472 ნახვა

ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - უკრაინას კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს

უკრაინას კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად, საკმარისი შესაძლებლობები აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა აქვს, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო გარემოცვამ იცის.

ოსტინმა დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

"უკრაინას აქვს შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. მათ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, რაც საჭიროა კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, რომელიც ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფება, განაცხადა, რომ კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics