2023-04-10 13:23:46, 1500 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს - უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური
რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
სირსკის თქმით, ქალაქში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლქვეშ რჩება.
„მტერი გადავიდა, როგორც ამბობენ, „სირიულ, გადამწვარი მიწის“ ტაქტიკაზე. ისინი ანადგურებენ შენობებს საჰაერო დარტყმებით, თუმცა ბახმუტის დაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“, - ამბობს სირსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავიანთი ქმედებებით ამოწურეს "ვაგნერელები", ამიტომ რუსეთი იძულებულია, ბრძოლაში სპეცრაზმი და საჰაერო სადესანტო ნაწილები ჩართოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,