2023-04-06 11:51:39, 1369 ნახვა
სამართალი
კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების ორი ფაქტი დაფიქსირდა - დაკავებულია 2 პირი
კახეთის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა სოფელში ორი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა.
ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 15 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,