2023-04-03 09:12:10, 960 ნახვა
სამართალი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა.
ახალგზარდა ქალს ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით 10-მდე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა.
დაზარალებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"დაუნახავთ, კაცი ყოფილ ცოლს ეჩხუბებოდა და შერიგებას სთხოვდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12-ჯერ დაურტყამს, ამის შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონაც თავი მოიკლა. ეს ქალი ქმართან ნაჩხუბარი იყო და ბანოჯაში დასთან იყო",- განაცხადა მეზობელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,