06:20 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 14:18:32, 1496 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას დასავლეთს მიყიდის

თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას დასავლეთს მიყიდის,- ამის შესახებ ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თუ პუტინი სისხლის სუნს იგრძნობს და იგრძნობს, რომ უკრაინა დასუსტდა, მაშინ ის გაზრდის ზეწოლას.

"თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას მიყიდის დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთს, ირანს. თუ პუტინი სისხლის სუნს იგრძნობს, იგრძნობს, რომ ჩვენ დავსუსტდით, გაზრდის ზეწოლას. ჩვენი საზოგადოება იგრძნობს დაღლილობას. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 22 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა, სადაც უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა და ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics