|
2023-03-22 22:40:10, 1958 ნახვა
კომენტარი
გიული ალასანია - „ვივამედი“ არის ციხის საავადმყოფო, რომელიც იმას აკეთებს, რასაც პენიტენციური უბრძანებს
"ვივამედის" არცერთი ექიმი თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს, ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" განცხადებას. მისივე თქმით, თავის მხრივ პენიტენციურიც არ არის დამოუკიდებელი ორგანო, იმას აკეთებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს, აქედან გამომდინარე მისთვის ცნობილი იყო, რომ აპირებდნენ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას. " "ვივამედის" არცერთი ექიმი თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს, ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემაც არ არის აქ დამოუკიდებელი, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. თურმე ბოლო უკანასკნელ სამ დღეს მან დაიწყო ისევ თვითდაზიანება, უკვე გასაგები იყო, რომ უპირებენ, დააბრუნონ ციხეში და ვუთხარი კიდევაც ჩემ შვილს.", - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, კლინიკა "ვივამედმა" განაცხადა, რომ იძულებულნი ხდებიან, რომ მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტი სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, ის არ შეთავაზებულ მკურნალობას არ იღებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)