|
2023-03-20 16:10:16, 1461 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი - თუ გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია
თუ გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მის მკურნალობის საკითხებში უშუალოდ არის ჩართული უსაფრთხოების სამსახური, სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და ცდილობენ ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. მან საუბრისას, ასევე გაიხსენა პოლონელი პოლიტიკოსი ლეხ კაჩინსკი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის მსოფლმხედველობაზე და დასძინა, რომ იგი პუტინმა მოკლა და ახლა თავადაც იგივე ელოდება. "პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. ის სულ მეუბნებოდა: "ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები, შემეძლება ვიცოცხლო, შენ შეიძლება მოგკლან". სამწუხაროდ, ის მოკლა პუტინმა და პუტინი ახლა მკლავს მე", - განაცხადა სააკაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)