2023-03-19 22:25:39, 1380 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევი მოსკოვისგან რუსეთის ტერიტორიაზე გაყვანილ ყველა ბავშვის სიების წარდგენას ითხოვს
კიევი მოსკოვისგან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაყვანილ ყველა ბავშვის სიების წარდგენას ითხოვს
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის კომისარ ტატიანა მოსკალკოვასა და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვასადმი მიმართვით.
„მე ვთავაზობ უკრაინულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაეცეს ყველა ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სიები“, - წერს ვერეშჩუკი.
17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, არამედ მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ, სადაც მითითებულია, რომ იგი პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციაზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,