|
2023-03-18 17:29:30, 1722 ნახვა
კომენტარი
რაგბის კავშირის პრეზიდენტი - ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ივანიშვილთან
ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხმამაღლა ვიძახით, რომ ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ეს ცალსახაა, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების სახით იმდენს აკეთებს ქართული რაგბისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტი ზოგადად სპორტშიც არ არის. “ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხმამაღლა ვიძახით, რომ ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ეს ცალსახაა. ის კონტრიბუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ქველმოქმედების სახით, არავის გაუკეთებია მსოფლიო სპორტში, არათუ რაგბში. რაც შეეხება მეორეს, მთავრობა, რომელიც უკეთებს დახმარებას ქართულ რაგბს, თუკი რამე შეიძლება მაქსიმუმს აკეთებს და ეს ფაქტია და ეს უნდა აღვნიშნო. თუკი რამეს არ გააკეთებენ, იმასაც ვიტყვი და ამასაც, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ. ეს ვიღაცებს არ სიამოვნებთ. ამ ყველაფერმა მოიტანა შედეგები და უნდათ ამ ინსტიტუტს შეეხონ. რაღაც პეტიციებს მიმართავენ და ა.შ. არ არსებობს ასეთი იურიდიული გზა და თუ პეტიცია იქნება, მე გამოვაცხადებ პეტიციას, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, სადაც კომენტარებს წერენ, ზუსტად გავარკვევ სათითაოდ ვინ არიან და მათვე ამ პეტიციის შემდეგ გავცემ პასუხს, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ღალატი. თუ რაგბი არ გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა არ გიყვარს. თუ ჩემ კომენტარებში მე ვაჭარბებ და ვამბობ რაიმე პოლიტიკურს, ან რომელიმე მხარეს ვაფიქსირებ ისე, რომ არ მაქვს მე ეს საფუძველი, როდესაც ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის და იქნება ქართულ რაგბიში და ის არჩეულია მუდმივ, უკვდავ პარტნიორად ქართული რაგბის, მისი ქველმოქმედებისთვის, ამას ვერავინ ვერ ასცდება”, - განაცხადა ტყემალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)