22:47 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 12:36:13, 1985 ნახვა

სხვადასხვა
„ლუციფერის მხილება“ - ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარლამენტის აპარატი წიგნებს არიგებს

პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის აპარატი არიგებს წიგნს სახელწოდებით - "ლუციფერის მხილება". 

როგორც ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, წიგნი ანტიდასავლელ ალექსანდრე ქოჩიაშვილს ეკუთვნის და პარლამენტში უფასოდ, ტირაჟის გარეშე ავრცელებენ. 

 "გაგიჟდა ქართული ოცნება, საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან და ფრაქციებში!

გიჟი, შეთქმულების თეორიის, ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნია, გამომცემლის გარეშე, ტირაჟის გარეშე და უფასოდ ავრცელებენ.

ამერიკა, როგორც ლუციფერი, ებრაელების შეთქმულებები და მსოფლიო გადატრიალება.

ავად არიან ქოცები და საქართველოს პარლამენტი", - წერს ირაკლი კუპრაძე და ფოტოებს აქვეყნებს: 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics