|
2023-03-14 20:10:55, 1854 ნახვა
კომენტარი
გვარამია EU-ს დროშის დაწვაზე - „აგენტების“კანონზე ფორმალურად უარის თქმა, რეალურად ასე აღსრულდება
"დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი ზომები" - ეს გვითხრა დღეს კობახიძემ და გუშინწინ ღარიბაშვილმა, რაც საბოლოოდ პარლამენტის წინ ხელისუფლების მიერ მობილიზებული ბრბოს მიერ ევროკავშირის დროშის დაწვით დასრულდა, - ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვადარამია პრორუსული “ალტ-ინფოს” წევრების მიერ პარლამენტის ტერიტორიიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს. მისივე თქმით, “უცხოური აგენტების” შესახებ კანონმდებლობა, ფორმალურად მიღებული არაა, მაგრამ რეალურად აღსრულდება.
სწორედ დღეს და არა თუნდაც რუსული კანონის მიღებისას, ღიად და ოფიციალურად რუსული სტილის და რუსული ორიენტაციის ავტორიტარული მმართველობა. რუსული კანონის ჩაგდება არ ყოფილა პოლიტიკური განსჯის რაციონალური შედეგი, არამედ "რეპტილიური ტვინის" ირაციონალური პანიკური რეაქცია. კანონი, მართალია, ფორმალურად მიღებული არაა, მაგრამ რეალურად აღსრულდება. აღსრულდება "ცოფიანი" ანტიდასავლური პროპაგანდით; აღსრულდება აგრესიული კოოპტაციით მოსყიდვის, გადაბირების, შანტაჟისა და მუქარის გამოყენებით; აღსრულდება რუსეთის ღია მხარდაჭერით და მკაფიოდ დაახლოებით; თუ და როცა საჭიროდ ჩათვლიან, აღსრულდება აგენტების შესახებ ვითომ ამერიკული კანონის მიღებით. ეს ყველაფერი იქნება და ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. გავუძლოთ და გავიმარჯვოთ არა "ოცნებასთან" ფსევდომოლაპარაკების გზით; არა ორი "ოცნების" კონცეფციით, რომელთაგან ერთი რუსეთში მიგვათრევს და მეორე ლიბერალურ დემოკრატიასა და დასავლურ ინტეგრაციაზე "მოგველაპარაკება", არამედ არათანამშრომლობით, დაუმორჩილებლობით და პროტესტით! გავიმარჯვებთ არა პოპულისტური სიყალბით და ცრუ ალიაქოთით, არამედ იდეალისტური გულწრფელობითა და თავდაუზოგავობით! გავიმარჯვებთ არა ტაქტიკური ზიგზაგებით, არამედ სტრატეგიული სწორხაზოვნებით! არა ბუნდოვანებით, რამედ სიცხადით! უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს, ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა მოგიწევთ და ცალკე - საერთო საქმის. უნდა გამხნევდეთ და უნდა შეძლოთ, რადგან არავითარი სხვა გზა არ არსებობს. ყველა თქვენ გიყურებთ და თქვენი გამბედაობა და გონივრულობა გადამდები იქნება ყველასთვის. სულ უნდა გახსოვდეთ კაფკა: მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი, კავკასია
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)