|
2023-03-08 15:11:32, 1648 ნახვა
კომენტარი
„მასშტაბურად დავუბრუნებთ პასუხს, შესანიშნავად გამომდის თრევა“ - დიტო სამხარაძე მუქარის შემცველ გზავნილს ავრცელებს
"ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მზად არიან "მასშტაბურად და ხარისხიანად" დაუბრუნონ პასუხი ყველას, ვინც მათ ამომრჩეველს დისკომფორტს შეუქმნის. სამხარაძე ასევე ხელთ არსებული ხელსაწყოთი ელოდება ვინმეს, ვინც " საფრთხეს შეუქმნის ოჯახის წევრებს", რათა "საკაცეებით გაუშვას საცხოვრებელი სახლიდან". "მეგობრებო, თუ ვინმეს შეურაცხყოფას მოგაყენებენ, თქვენს სახლებზე წარწერებს გააკეთებენ, დაგემუქრებიან თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, შეგაგინებენ ან ღირსების შემლახავ კომენტარებს დაგიწერენ სოცქსელებში, გთხოვთ მოგვმართოთ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისს! გარანტიას გაძლევთ პირადად, ზუსტად იგივე მეთოდით და იგივე ხელწერით ოღონდ უფრო მაშტაბურად და ხარისხიანად დავუბრუნებთ პასუხს! შესანიშნავად გამომდის ამათი თრევა, გამწარება!!! მაგალითად, დიდი სიამოვნებით ველოდები როდის მესტუმრებიან ჩემს სახლში და საფრთხეს შეუქმნიან ჩემს ოჯახის წევრებს, საბაბი რომ მქონდეს და ყველა ჩემს ხელთ არსებული ხელსაწყოთი ან შესაძლებლობებით დავიცვა ჩემი ოჯახი, ამათ დედები მოვუ&₽ნა და საკაცეებით გამოვუშვა ჩემი საცხოვრებელი სახლიდან!!! მავიწყდებოდა, გუშინ ამ იდიოტებმა, ჩემი სახლის არასწორი მისამართი გამოპარჭყეს, წყნეთის გზატკეცილი # 36ა, აი აქ ვცხოვრობ. მომივარდით",- წერს დიტო სამხარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)