01:11 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 01:58:35, 1790 ნახვა

სამართალი
პუბლიკის დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს

„პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს.

მან შსს-ს შენობა დატოვა. ზურა ვარდიაშვილის თქმით, ისინი პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ, როცა პოლიციელებს დაურეკეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტები უნდა გაეთავისუფლებინათ. მისი ცნობით, 25-30 ადამიანი კვლავ დაკავებული ჰყავთ და ამ შენობაში მეტი დაკავებული მოჰყავთ.

ვარდიაშვილის თქმით, ის პარლამენტთან მუშაობდა როცა მოულოდნელად, უსაფუძვლოდ დააკავეს.

ასევე გაათავისუფლეს და შსს უკვე დატოვა „ტაბულას“ ჟურნალისტმა ბექა ჯიქურაშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გმობს.

ქარტია აცხადებს, რომ მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა კანონდარღვევაა და დაუშვებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics