|
2023-02-24 23:52:50, 2097 ნახვა
სხვადასხვა
24 თებერვალს რუსეთში ანტისაომარ აქციაზე 54 ადამიანი დააკავეს
რუსეთში უკრაინასთან ომის წლისთავზე გამართულ ანტისაომარ აქციებზე სულ მცირე 54 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "OVD-Info" იუწყება. ხალხი ომის საწინააღმდეგო პიკეტებისთვის, ყვავილების დაგებისთვის, ერთ-ერთი აქტივისტი თოვლში წერისთვის დააკავეს. პეტერბურგში დაკავებულთა უმეტესობა - 18 ადამიანი. კიდევ 11 ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში, შვიდი მოსკოვში, ოთხი ნიჟნი ნოვგოროდსა და ბარნაულში. მთლიანობაში, დაკავებები 14 ქალაქში მოხდა. დაკავებულთა უმეტესობა განყოფილებებიდან გაათავისუფლეს. პოლიციამ გამოსცა ოქმები პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის, ჯარის „დისკრედიტაციის“ და კოვიდ შეზღუდვის დარღვევის შესახებ. ზოგიერთი დაკავებული ოქმის შედგენის გარეშე გაათავისუფლეს. ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)