|
2023-02-16 23:15:46, 1854 ნახვა
სხვადასხვა
მე დავიძინე, მაგრამ ღამე ძალიან მოკლე იყო - ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა როგორ შეიტყო ომის დაწყების შესახებ
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა AFP-ს განუცხადა, თუ როგორ შეიტყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შესახებ. ომის დაწყების პირველი წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ 24 თებერვლის ღამეს მან კარგად იცოდა, რა შეიძლება მომხდარიყო დილით. "წავედი დასაძინებლად. მაგრამ ღამე ძალიან ხანმოკლე იყო, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპზე, ალბათ რამდენიმე საათში, ვიღაც გამაღვიძებდა. ზუსტად ასე მოხდა. დაახლოებით დილის ოთხ საათზე დამირეკა ჩემი ოფისის უფროსმა და მოკლედ მითხრა, რომ დაიწყეს. ანუ დაიწყო შემოჭრა. ამაში არაფერი იყო მოულოდნელი, რადგან ვიცოდით", - იხსენებს ნატოს გენერალური მდივანი. მისი თქმით, ნატომ მოსკოვის განზრახვის შესახებ 24 თებერვლამდე რამდენიმე თვით ადრე იცოდა. სტოლტენბერგმა ასევე იწინასწარმეტყველა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალი ერა. ”ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს გაგრძელდება და შეიძლება გაგრძელდეს მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში,” - თქვა მან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)