|
2023-02-15 14:20:47, 1027 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს - არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული წესებით ითამაშებს. ამის შესახებ მან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე დასძინა, რომ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება "შანტაჟის ნაწილია". „ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ჩაერთო. „მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის „შემოტანით“ საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" გამიზნულად ცდილობს, ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა დააზიანოს და თუ პარტია "ასეთ ქცევას განაგრძობს", შედეგად მიიღებს იმას, რომ ევროკავშირის მიმართულებით გზას ვეღარ გააგრძელებს.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)