13:09 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 12:46:57, 867 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - დასავლეთი და რუსეთი არის ღია დაპირისპირებაში და ბრძოლის ველი უკრაინაზეა შერჩეული

ანტიდასავლური მოძრაობის "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე პრორუსულ რიტორიკას იმეორებს და ამბობს, რომ უკრაინაში ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს. 

ხუნდაძემ ასევე დასძინა,რომ უკრაინა ბრძოლის ველზე უფრო მეტ ზიანს იღებს, ვიდრე რუსეთი, რაც მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების დაბალ პოლიტიკურ ხარისხზე მიუთითებს. 

"დასავლეთი და რუსეთი არის ღია დაპირისპირებაში და ბრძოლის ველი არის შერჩეული უკრაინაზე.  აქ კი, გამარჯვებულის და დამარცხებულის ლოდინში, უკრაინა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს, მაგრამ ზიანი უკრაინამ უკვე მიიღო. ვფიქრობ, პოლიტიკოსისთვის მისი პოლიტიკური ხარისხი არის მაღალი და სახელმწიფოსთვის მისაღები, მაშინ როდესაც ის ქვეყანას ააცილებს ომს და არ ჩართავს საკუთარ ხალხს ამ ბრძოლაში",- განაცხადა ხუნდაძემ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადებები ხშირია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით - "ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის". 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics