|
2023-02-06 22:42:58, 860 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ბრაზზე ზედმეტია ლაპარაკი, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ვინმე იყოს კმაყოფილი
დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარფეობა კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან ის იმედი, რაც არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი "ქართულ ოცნებას", რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალურია, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მისივე თქმით, შეუძლებელია ქვეყანაში კმაყოფილი იყოს ადამიანი ის ადამიანი, რომელსაც სურს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება. მან დასძინა, რომ ახლა მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდაცია. "ბრაზზე ზედმეტია ლაპარაკი, როგორ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება. ჩრდილოვანი მმართველობის, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის, სასამართლო სისტემა და სასამართლო ხელისუფლება აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არათუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი. ამიტომ, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარფეობა კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან ის იმედი, რაც არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი "ქართულ ოცნებას", რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალურია... ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მაქსიმალურად, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური ჯგუფების... "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან რაც ჩვენ თავს მოხდა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ ვყოფლიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა და ჩვენ მოგვეხდინა კონსოლიდაცია სხვადასხვა ძალების, - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)