|
2023-02-01 11:12:44, 1507 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა - The Economist სტატიას აქვეყნებს
საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა, - საერთაშორისო გამოცემა The Economist საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტზეა საუბარი. მედია წერს, რომ საქართველოს, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა "თავისუფლების შუქურა" უწოდა, დღეს კრემლი ადიდებს. სტატიაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. გამოცემა წერს, რომ ექსპრეზიდენტი ებრძვის დემენციასა და კუნთების ატროფიას. "55 წლის სააკაშვილი თბილისის გარეუბანში მდებარე საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ებრძვის დემენციას და კუნთების ატროფიას. დედა, რომელიც მას ყოველდღიურად სტუმრობს, ამბობს, რომ მეხსიერების დაქვეითება აქვს. სააკაშვილი თვლის, რომ ის მოწამლულია და ამბობს, რომ ის მოკლე კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ადრე გადავიდა ციხის სხვა საავადმყოფოში. დეკემბერში მისმა იურიდიულმა ჯგუფმა გაავრცელა ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მის სხეულში მძიმე მეტალების არსებობა იყო. რომელშიც ტოქსიკოლოგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოწამლული იყო. 31 იანვარს მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ის გადაიყვანეს რეანიმაციაში, თუმცა ხელისუფლებამ ეს უარყო",- წერია სტატიაში.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)