|
2023-01-26 17:35:07, 1776 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ინგა თოდრიას განცხადებაზე - სკანდალურია თავისი შინაარსით, იმედია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მიიღებს შესაბამის ზომებს
მე პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სკანდალური განცხადება, ნებისმიერ თანამშრომელს, მითუმეტეს მაღალი რანგის თანამშრომელს მოეთხოვება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ასეა, რა თქმა უნდა, USAID შემთხვევაშიც, - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის, PROLOG -ის ხელმძღვანელის მოადგილის და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელის, ინგა თოდრიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებას როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს განცხადება შემაშფოთებელია და საჭიროებს შესწავლას. კობახიძემ ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი სკანდალური ფაქტით დაინტერესდება. ,,თუმცა ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არამარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას, არამედ აქვს, პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ. ეს არის, რა თქმა უნდა შემაშფოთებელი და განცხადება თავისი შინაარსით არის, ბუნებრივია სკანდალური. მე, იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დაინტერესდება ამ განცხადებით და მიიღებენ კიდეც, შესაბამის ზომებს. იმედია, რომ მომავალში ასეთი სკანდალური ინფორმაციები აღარ გაჟღერდება. მანამდე იყო გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალი. სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ დაიბარეს და ანგარიში მოთხოვეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. რაც არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა. ეს ფაქტი თუ დადასტურდა ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ეს არის კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი და სკანდალური განცხადება, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაცები არის მოსაწესრიგებელი კონკრეტულ ორგანიზაციაში,’’ - განაცხადა კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)