|
2023-01-20 20:11:44, 2013 ნახვა
სხვადასხვა
კიევში სურთ ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის, როგორც უკრაინის ნამდვილი მეგობრის სახელი დაერქვას
კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც რუსი მწერლის მიკოლა ლესკოვის სახელობის ქუჩის სახელის ჩანაცვლებას, გამოჩენილი ქართველი მსახიობის, მომღერლისა და უკრაინის მეგობრის ვახტანგ კიკაბიძის სახელით მოითხოვს. პეტიციის ავტორის თქმით, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე უკრაინის ნამდვილი მეგობარია, რომელიც უკრაინას მხარს 2014 წლის შემდეგ უჭერს. "ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარია, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ ომში, მსახიობმა უარი თქვა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. მას შემდეგ ის რუსეთში არ ყოფილა. ის უკრაინას მხარს უჭერს 2014 წლის შემდეგ რუსეთთან დაპირისპირებაში. 2019 წელს მან წარმოადგინა სპექტაკლი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში ( ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების 5 წლისთავის საპატივცემულოდ. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში მასობრივი შეჭრის შემდეგ“, - აღნიშნავს პეტიციის ავტორი. შეგახსენებთ, ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)