|
2023-01-18 13:32:02, 1046 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - უკვე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე, გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა პარტიასთან
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას მიერ "რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და "ჭორაობას" უწოდებს. როგორც ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში აღნიშნა, ნიკა მელიას აღარ აქვს კომუნიკაცია არც პარტიის წევრებთან და არც ამომრჩეველთან. "ის უკვე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე. ის უკვე საკუთარ თავს აცხადებს პარტიის თავმჯდომარედ, თორემ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს პარტიასთან, გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა ამომრჩეველთან. მე არ ვიცი ჭორაობა, არგუმენტების და ფაქტების გარეშე საუბარი არ მიყვარს. კითხეთ ჭორიკანა, ჯერ კიდევ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს",- ამბობს ხაბეიშვილი. რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტიაში მის წინააღმდეგ არჩევნების ჩატარება ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს, ხაბეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს შს ყოფილი მინისტრი უბრალოდ მისი მხარდამჭერია, მაშინ როდესაც მოქმედ თავმჯდომარეს მხარს "ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა უჭერს". "მე გადაწყვეტილება ვისთანაც მივიღე გითხარით - ეს არის თემურ ჯანაშია, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი. დანარჩენი, რაც შეეხება მხარდაჭერას, იქნება ეს მერაბიშვილი თუ ლევან ვარშალომიძე - ძალიან კარგია. მაგალითად, [მერაბიშვილი] საჯაროდ აზიარებს ჩემს პოსტებს და როგორც ჩანს, თუ ვინმესთან მიუწვდება ხმა, ცდილობა დამიჭიროს მხარი და ამაში არანორმალური არაფერი არ არის. ვიქნები ძალიან ცუდი ადამიანი ნეგატიურ კონტექსტში რომ ვთქვა, რომ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავაა ჩართული ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიაში",- განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, 17 იანვარს გადაცემა "რეაქციაში" ნიკა მელიამ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული ვითარების უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან, რომლის გამარჯვების შემთხვევაში "გაიწევა და ხელს აღარ შეუშლის". ნიკა მელიამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, სადაც სავარაუდოდ, თავად ფიგურირებს, ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა: "ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე".
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)