|
2023-01-11 20:13:30, 947 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველო, რომელსაც რუსეთი თავს 2008 წელს დაესხა, უკრაინისადმი უპატივცემულობის გამოხატვას განაგრძობს
"ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგაც არ ესმის საქართველოს ხელისუფლებას, თუ ვის მხარეს უნდა იდგეს.", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს. მისივე თქმით, ძალიან საკვირველი ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც რუსეთი თავს 2008 წელს დაესხა, განაგრძობს უკრაინისადმი უპატივსცემულობის გამოხატვას. მან დასძინა, რომ ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთი ხელისუფლება აირჩიეს, ხელისუფლება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, რომელსაც ხედვა და სწრაფვა რუსეთის ფედერაციისკენ აქვს აღებული, მისგან კი ელის, ენერგეტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას და 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გახანგრძლივებას გულისხმობს. „არის ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა. და ეს ძალიან საკვირველ ფაქტად ჩაიწერება ისტორიაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2022-2023 წლებში, რომელსაც რუსული შოვინისტური ელიტა თავს 2008 წელს დაესხა განაგრძობს უკრაინისადმი უპატივცემულობის გამოხატვას, ევროპის რუსული ექსპანსიონიზმის პროცესისგან გათავისუფლებისას. მე ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, თუმცა, სამწუხაროდ მათ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როცა ასეთი ხელისუფლება აირჩიეს. ხელისუფლება სახელად ბატონი ივანიშვილი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს, ელის მისგან ენერგეტიკასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემების გადაჭრას, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გახანგრძლივებას გულისხმობს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ესაა სიმბოლური ჟესტი, ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო, მიუხედავად მისი პოლიტიკური პრეფერენციებისა, არაა დეჰუმანიზებული ქვეყანა. ნუ თუ მათ მოსწონთ, მაგალითად, რუსეთის ფედერაცია, ღმერთი მათკენ, ასე იყოს, მაგრამ არის ჰუმანიტარული კომპონენტები, ჰუმანისტური კომპონენტები რაც სწორად უნდა აირჩიონ", - განაცხადა პოდოლიაკმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)