|
2023-01-10 12:26:54, 961 ნახვა
პოლიტიკა
ბენ ჰოჯესი - ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, არის პრობლემა
ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა,- ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ჟურნალისტს პოლიტიკური მიზეზებით თუ აპატიმრებენ, ამის გამო, შეშინებული უნდა იყვნენ სხვა ჟურნალისტებიც. "ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ მგონია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის. ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონზე, რომლის მნიშვნელობა დღეს შეერთებულ შტატებში უკეთ ესმით, რადგან მას აქვს სტრატეგიული ღირებულება ევროპისა და ამერიკისთვის. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდეს, რომ ქართველებს ჰქონდეთ საკუთარი ინსტიტუტების ნდობა. საფრთხე რუსეთიდან ახლა არ არის სამხედრო ხასიათის, ის უფრო იმაში მდგომარეობს, რომ აქ საზოგადოებაში მოსკოვმა ინფილტრაცია მოახდინა და მასზე გავლენას ახდენს. ამიტომ, საუკეთესო გზა, რომ ქართველებმა თავი დაიცვან, არის ძლიერი ლიბერალური დემოკრატია. აშშ-ს კონსტიტუციაში წერია, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამიტომ, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა. თუ ჟურნალისტს ციხეში სვამენ პოლიტიკური მიზეზებით სხვა ჟურნალისტებზეც ახდენს ეს გავლენას. მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე",- განაცხადა ჰოჯესმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)