09:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-04 13:46:19, 1642 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - პენიტენციურსა და სასამართლოს ვაცნობებთ, რომ ფიზიკურად მოხდეს სააკაშვილის პროცესებზე დასწრება

წერილობით ვაცნობებთ პენიტენციურ სამსახურს, სასამართლოსა და კლინიკა "ვივა მედსაც", რომ ფიზიკურად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესებზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

გარდა ამისა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურასაც მიმართა, რათა გაააქტიურონ მუშაობა მიხეილ სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით. 

"მისი სურვილია და ჩვენ ამას წერილობით ვაცნობებთ პენიტენციურ სამსახურსაც, სასამართლოსაც და კლინიკა "ვივა მედსაც" ფიზიკურად მოხდეს მისი დასწრება სასამართლო პროცესებზე. დღეს მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, გაააქტიურონ მუშაობა სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში, ვინაიდან ამის შესახებ განაცხადა ორმა დაკითხულმა ამერიკელმა ექსპერტმა. მინდა შევახსენო ექიმებს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ვინც ამ საქმეში იღებს მონაწილეობას, წამებას, რადგან ეს ასე გაჟღერდა, არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, მთავრობები მიდიან და მოდიან წამების მუხლი რჩება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართა. 

მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics