|
2022-12-27 18:38:59, 915 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - გასული წელი ევროპული ინტეგრაციის პროცესის აჩქარების წელი იყო
გასული წელი იყო ჩვენი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლის, უსამართლო ომში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერის, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპის ზრდის, ევროპული ინტეგრაციის პროცესის აჩქარების, ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ახალი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების დაწყების, ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გამარჯვების ისტორია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მთავრობამ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტთან, ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლო. მან დასძინა, რომ პრემიერის უპრეცედენტო ინიციატივის შემდეგ,რომელიც მან გააჟღერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან ასეთ წინადადებაზე და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაშია. "პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე სხვადასხვა სფეროში, დაასახელა არსებული პრობლემები და საზოგადოებას გააცნო მათი გადაჭრის გზები. გასული წელი იყო ჩვენი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლის, უსამართლო ომში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერის, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპის ზრდის, ევროპული ინტეგრაციის პროცესის აჩქარების, ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ახალი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების დაწყების, ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გამარჯვების ისტორია. ეს ყველაფერი მთავრობამ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტთან, ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლო. დღეს პრემიერმა კონკრეტული უპრეცედენტო ინიციატივა გააჟღერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან ასეთ წინადადებაზე და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაში და განვითარება მშვიდობაშია. ბატონმა ღარიბაშვილმა ნათლად გამოკვეთა მთავარი პრიორიტეტი, რაც ყველა ქართველის ოცნებაა-მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანება. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი საზრუნავი, რაც ყველას აერთიანებს. ჩემის მხრივ კი მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ღირსეული ლიდერობისთვის!" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)