|
2022-12-26 11:26:41, 910 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არ მინდა რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა უკრაინასა და მოლდოვაზე ორჯერ, სამჯერ წინ ვართ
არ მინდა ჩვენ კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, ჩვენ ორჯერ-სამჯერ წინ ვართ და ვიყავით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. "ჩვენმა ქვეყანამ მიღო ევროპული პერსპექტივა, ჩვენ მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, სამწუხაროდ, კარგად გვესმის ჩვენ ყველას, თუმცა არ მინდა ჩვენ კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, ჩვენ ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, თუმცა, გასაგებია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება",- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022 გაიხსნა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)