|
2022-12-24 22:36:09, 2039 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიო პატრიარქი: უკრაინა ერთი თავხედური, უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისაგან იტანჯება
მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს, ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. "წელს, ქრისტესშობის სახარებისეული უწყება ომის დაფდაფეფბთან და უკრაინაში გასროლილი ტყვიების ჟღარუნთან იქნება თანახმიანობაში, რომელიც (უკრაინა) ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისაგან იტანჯება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის ნებისმიერი ომი არის ძმათამკვლელი და სამოქალაქო, როგორც აღნიშნავს ამას მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება, „ომი არის სამყაროში ბოროტებისა და ცოდვის შედეგი“ (მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, 4, 1). გარდა ამისა, უკრაინის შემთხვევას პირდაპირ ეხმიანება წმიდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომლებიც, იმ დროის თესალონიკში მართლმადიდებელთა მიერ წარმოებულ სისხლისმღვრელ დაპირისპირებებს უკავშირდებიან: „გვაქვს საერთო წმიდა დედა ეკლესია და ღვთისმოშიშება, რომლის თავი და სრულყოფილება არის ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღვთისა, რომელიც მარტოოდენ ღმერთი კი არ არის ჩვენთვის, არამედ სათნო ძმა და მამაც“ - წერია მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. პატრიარქის აზრით, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ერთა შორის არსებული მშვიდობა არასდროს არ ყოფილა თავისთავად გასაგები მდგომარეობა, არამედ ყველგან და ყოველთვის ის გახლდათ შედეგი შთამაგონებელი ინიციატივებისა, ვაჟკაცობისა და მსხვერპლის გაღებისა, ძალადობის მიმართ გამოვლენილი წინააღმდეგობისა და ომის, როგორც პრობლემების გადაჭრის საშუალბის უგულებელყოფისა; ეს ასევე იყო გამუდმებული ბრძოლის შედეგი, რომელიც ადამიანური ღირსების დაცვისა და სამართლიანობისაკენ იყო მიმართული. მათი წვლილი მშვიდობისა და შერიგების საქმეში, არის რელიგიების სანდოობის უპირველესი კრიტერიუმი.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)