|
2022-12-21 18:10:58, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - სააკაშვილის სამკრუნალოდ უცხო ქვეყანაში გადაყვანა, ციხეში ბუნტს გამოიწვევს
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მთლად ვერ ვეთანხმები, სიმართლე გითხრათ. აქ სცოდავს ქართული ოცნება, რომ რაღაც წელვა-თრევით აკეთებს, თუ რამეს აკეთებს და მაინც ჩნდება კითხვები, თორემ თუ არაფერი არ გაქვს დასამალი, პირიქით, უნდა ბრდღვნიდეს. განაცხადა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ავადმყოფი მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანის პრეცენდენტი ციხეში გამოიწვევს დიდ არეულობას და ბუნტს. " მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მთლად ვერ ვეთანხმები, სიმართლე გითხრათ. აქ სცოდავს ქართული ოცნება, რომ რაღაც წელვა-თრევით აკეთებს, თუ რამეს აკეთებს და მაინც ჩნდება კითხვები, თორემ თუ არაფერი არ გაქვს დასამალი, პირიქით, უნდა ბრდღვნიდეს, თავს კი არ უნდა იმართლებდეს ქართული ოცნება, პირიქით უნდა ამბობდეს. იცი რა? გულახდილად ვილაპარაკოთ, თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება მაგარი ბუნტი, პირდაპირ გეუბნები. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, 4 თვე მქონდა პატიმრებთან შეხება, ისეთი ამბავი ატყდება ციხეებში, ისეთი ამბავი ატყდება..." - განაცხადა ელისაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)