|
2022-12-20 20:53:34, 2064 ნახვა
სხვადასხვა
ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ თანამშრომელს 97 წლის ასაკში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიაში 97 წლის ირმგარდ ფურხნერს ჰოლოკოსტში თანამონაწილეობის ბრალდებით 2 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ორი წლის განმავლობაში (1943 წლიდან 1945 წლამდე) ქალი მუშაობდა მდივნად შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში. როგორც სასამართლომ დაადგინა, ფიურხნერი მუშაობდა ბანაკის კომენდანტის წერილებითა და დოკუმენტებით და ასრულებდა სხვა ადმინისტრაციულ მოვალეობებს, რაც ხელს უწყობდა საკონცენტრაციო ბანაკის მუშაობას, რომელშიც 65000 ადამიანი დაიღუპა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა ბანაკში მომხდარი მკვლელობების შესახებ. სასამართლო სხდომის ბოლოს ქალმა თქვა: „ბოდიშს ვიხდი ყველაფერზე, რაც მოხდა“. BBC-ის ცნობით, ფურხნერის სასამართლო პროცესი უპრეცედენტოდ ითვლება, რადგან ის არ იყო სამხედრო წოდების წევრი, მაგრამ დაქირავებულ სამოქალაქო პირად იყო ჩამოთვლილი. ერთი წლით ადრე ფიურხნერმა სცადა გაქცევა მოხუცთა თავშესაფრიდან სასამართლოსთვის დასამალად, მაგრამ გაქცევიდან რამდენიმე საათის შემდეგ იგი დააკავეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)