06:53 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 20:46:11, 1443 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინა ჩართული იყო სააკაშვილის ჩამოყვანის სპეცოპერაციაში

ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ვინც ჩამოიყვანა სააკაშვილი საქართველოში, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, - განაცხადა “ქართული ოცნების” თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოპყრობას სისასტიკე უწოდა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის სპეცოპერაციაში, სწორედ ამის გამო მათ აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობა და ამის გამო აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად.

“მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და გრძნობენ პასუხისმგებლობას. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ.” - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics