|
2022-12-15 16:16:53, 6832 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაცმოძრაობის“ სამი დეპუტატი შიმშილობას იწყებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები - დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულ ისმაილოვი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებენ. როგორც დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პოლიტიკურმა აქტმა ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა სამივე დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პროტესტი პარლამენტსაც გასცდება. "დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ საზოგადოებას ღრმად აქვს შერჩენილი ადამიანობა, ჰუმანიზმი და ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ ჩვენ ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის სიკვდილი და არ უნდა გავხდეთ ამ აქტის მონაწილეები უკვე მეორედ",- განაცხადა დავით კირკიტაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა. აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)