|
2022-12-14 23:25:18, 2830 ნახვა
კომენტარი
დოლიძე - იუსტიციის სამინისტრო, როგორც ჩანს ჭრის და კერავს კადრებს
გავეცანით იუსტიციის სამინისტროს, უფრო სწორად, იუსტიციის სამკერვალოს მიერ გავრცელებულ კადრებს, იმიტომ, რომ თუ რამეს აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ჩანს ჭრის და კერავს კადრებს, რომ შექმნას განწყობა ვითომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადასარევად გრძნობს თავს, საერთოდ არაფერი არ აწუხებს, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ. მისივე თქმით,პენიტენციური სასამართლო სრულ გაურკვევლობაშია და დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის,რომ რეალურად დაანახონ საზოგადოებას თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. "გავეცანით იუსტიციის სამინისტროს, უფრო სწორად, იუსტიციის სამკერვალოს მიერ გავრცელებულ კადრებს, იმიტომ, რომ თუ რამეს აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ჩანს ჭრის და კერავს კადრებს, რომ შექმნას განწყობა ვითომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადასარევად გრძნობს თავს, საერთოდ არაფერი არ აწუხებს. არ ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი მონტაჟი თუ შეეძლოთ დღეს ერთი კომპიუტერი, რომ მიეტანათ და შეეერთებინათ და პროცესი წარმართულიყო საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, ამაში აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა. ჩანს უკვე რითია დაკავებული იუსტიციის სამინისტრო. ასე, რომ ისევ ბოლო კადრს მინდა ყურადღება მიაქციოთ, 12 დეკემბერია ,თუ სწორად არის დათარიღებული, სადაც ყავარჯნით მოძრაობას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და 11 დეკემბერს პროცესზე არ მოიყვანეს, იმ მოტივით, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია და 12 დეკემბერზე თვითონ საუბრობენ, რომ თითქოს სიმულაციაა. აბსოლუტურად გაუგებარ მდგომარეობაშია თვითონ პენიტენციური სამსახური და გასაგებია, მათთვის რეალურად პრობლემაა, რომ რეალურად დაგვანახონ რა მდგომარეობაშია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ყველა დასკვნას, რომ თავი დავანებოთ, თვითონ ვიზუალური აღქმა ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არც ჩვენ გვაძლევენ და არც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად უნდა ვიაროთ, შეცდომები არ უნდა დავუშვათ. პირველ რიგში, ჩვენი მოქმედება თანხვედრაში უნდა იყოს დაცვის პოზიციასთან, ჩვენ ვთქვით, რომ სასამართლო პროცესებს ჩვენ ვესწრებით, ვიკრიბებით, ოღონდ ჩვენი განცხადებები იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან თავშეკავებული, პოლიტიკური კონტექსტი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამავდროულად ვემზადებით და მობილიზებას ვახდენთ ბოლო პროცესისთვის, როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, აძლევს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში წასვლის უფლებას თუ არა. " - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)