|
2022-12-14 17:54:49, 2166 ნახვა
კომენტარი
ძამაშვილი - სააკაშვილთან დღემდე, 1500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს, რომ სისტემა გახსნილია
იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მაგალითად, დღემდე 1500-ზე მეტი მნახველი იყო,ეს ადასტურებს იმას, რომ სისტემა არის გახსნილი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით,საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერ ინფორმაციას ყოველთვის დეტალურად აწვდის როგორც გაეროს,ისე ევროკავშირს. მან დასძინა,რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართებაში არცერთხელ არ დარღვეულა უფლებები და სამინისტრო კვლავ განაგრძობს მისი უფლებების დაცვას. "იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მაგალითად, დღემდე 1500-ზე მეტი მნახველი იყო. ყოველდღიურად შედიან მნახველები, ოჯახის წევრები, ადვოკატები, ყველა ის პირი, რომელსაც უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი და ეს ადასტურებს იმას, რომ სისტემა არის გახსნილი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)