|
2022-12-14 12:31:33, 2116 ნახვა
კომენტარი
დავით სააკაშვილი - გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში, ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება
მინდა მივმართო ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ექსპრეზიდენტს არ მიეცა პროცესზე დისტანციურ რეჟიმში დასწრების უფლება, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა . "გაუგონარი რამ ხდება, ბოლო პერიოდია ხელისუფლებიდან ვისმენთ, რომ ეს ყველაფერი ფარსია და მიშა არის კარგად და რა მოხდა დღეს- დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მიშას არ მიეცა საშუალება ვიზუალურად დაენახა ხალხს. ხდება ადამიანის მიზანმიმართულად სიკვდილის პირამდე მიყვანა. სად ვართ ახლა ჩვენ? მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და რა მივიღეთ? ადამიანის ფიზიკური კონდიცია არის იქამდე, რომ ვერ გადაადგილდება. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება",- განაცხადა ექსპრეზიდენტის ძმამ. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)