|
2022-11-25 15:37:31, 1952 ნახვა
კომენტარი
ცოტნე კობერიძე - სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვართ, სადაც ვამბობთ, რომ ქალი გათხოვდა, კაცმა კი ცოლი მოიყვანა
მინდა ყველამ იცოდეს, რომ გვაქვს ერთი ცხოვრება და ამ ცხოვრებას სჭირდება მოფრთხილება, - "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი, ცოტნე კობერიძე ქვეყანაში ფემიციდის გაზრდილ შემთხვევებს ეხმიანება და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, გამოიყენონ პლატფორმა ქალთა უფლებებზე სასაუბროდ. როგორც კობერიძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანაში ღირებულებებზე უნდა მოხდეს საუბარი და ადამიანებმა სკოლიდანვე იცოდნენ საკუთარი უფლებები, განსაკუთრებით კი - ქალებმა. "მე მინდა ისეთი ქვეყანა ვაკეთო, სადაც ღირებულებები გვაქვს და ამაზე ბევრს ვისაუბრებთ. მინდა, რომ ბავშვი, რომელიც სკოლაში მივა ეტყვიან, რომ სიცოცხლის უფლება აქვს, ეტყვიან რომ ბედნიერების უფლება აქვს და სამწუხროდ, ამას ვერ ვახერხებთ. ჩვენთან ბავშვი სკოლაში რომ მიდის, შეიძლება სწორედ იქ წააწყდეს ძალადობის პრეცედენტს, იმიტომ რომ ვინც ავტორიტეტად გრძნობს თავს, შეუძლია მასზე იძალადოს, ამიტომ აქვს სკოლას გისოსები. მერე მოდის პოლიციელი, რომელიც შემაკავებელ ოქმებს წერს,მაგრამ გულის სიღრმეში ჰგონია, რომ მოძალადე შეიძლება რაღაცაში მართალი იყოს და ვერ გავექცევით იმას, რომ ასეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ გვაქვს ერთი ცხოვრება და ამ ცხოვრებას სჭირდება მოფრთხილება. მინდა ქალებმა იცოდნენ, რომ თუ ისინი დაიწყებენ საუბარს, რომ ვინმე მათ ავიწროებს, პირიქით, ეს მათთვის დისკომფორტი არ გახდება. როცა ტელევიზორს ჩართავენ და დაინახავენ, რომ აქ, საკრებულოში ყველაფერზე ერთმანეთს წამოვუხტებით, ვეჩხუბებით და აქაც ძალადობა მიგვაჩნია საკუთარი იდეის გატანის საშუალებად, ცხადია ამ ღირებულებებს ვერ გამოვასხივებთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. არ გვინდა ალბათ არავის შვილები მიგვყავდეს ისეთ სისტემაში,სადაც აჩვევენ ასეთ ცხოვრებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ქვეყანა ვართ. ვამბობთ, რომ ქალი გათხოვდა, კაცმა კი ცოლი მოიყვანა იმიტომ რომ ქალს ვუყურებთ როგორც ნივთს და ეს დასამარცხებელია, მაგრამ მარტივი არ არის. ენაშიც გვაქვს უკვე დამკვიდრებული მსგავსი სიტყვები, სადაც ქალს უყურებ როგორც არსებას, რომლის დაჩაგვრაც მოსულა. მინდა ქვეყანა, სადაც ქალს ექნება საკუთრების უფლება მკაფიოდ დაცული, სამსახური, საკუთარი შემოსავალი და არ იქნება არაფერზე დამოკიდებული, მითუმეტეს მოძალადე ადამიანზე. ჩვენ ქვეყანაში ვერ ვახერხებთ იმას, რომ ადამიანს დამოუკიდებლად წარმოების საშუალება მიეცეს",- განაცხადა კობერიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)