|
2022-11-22 20:59:41, 2197 ნახვა
სხვადასხვა
ორბანი გამოჩნდა შარფით, რომელშიც დიდი უნგრეთის რუკაზე უკრაინის ნაწილიც არის გამოსახული, კიევმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა
უკრაინამ უნგრეთისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საზოგადოებაში "დიდი უნგრეთის" გამოსახულებით, გულშემატკივართა შარფით გამოჩნდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ „უნგრეთში რევიზიონიზმის იდეების გავრცელება ხელს არ უწყობს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას“. უკრაინაში უნგრეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ. 20 ნოემბერს საღამოს ორბანი უნგრეთის და საბერძნეთის საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგურ მატჩს დაესწრო. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას შარფი აჩუქა, რომელზეც გამოსახული იყო "დიდი უნგრეთის" რუკა - იმ ტერიტორიებით, რომლებიც უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა 1920 წელს ტრიანონის ხელშეკრულების დადებამდე. უნგრეთის გარდა, მის თანამედროვე საზღვრებში იგი მოიცავს ავსტრიის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ხორვატიის, სერბეთის და უკრაინის ნაწილებს. ორბანის ამ ნაბიჯს რუმინეთშიც მოჰყვა კრიტიკა. ევროპარლამენტარმა ალინ მიტუჩამ განაცხადა, რომ ორბანის საქციელი ევროკავშირის დონეზე უნდა დაისაჯოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორბანს რევანშიზმში ადანაშაულებენ. 2020 წელს ხორვატია და რუმინეთი უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ მან გამოაქვეყნა გლობუსის ფოტოები, რომელიც ასახავდა უნგრეთის სამეფოს 1920 წლამდე საზღვრებში, მათ შორის ამ ქვეყნების თანამედროვე ტერიტორიების ნაწილს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)