|
2022-11-15 23:37:16, 2625 ნახვა
სხვადასხვა
ბელგოროდის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინის საზღვართან ბელგოროდის რეგიონში მდებარე ქალაქ შებეკინოს საღამოს დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მისი თქმით, კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუბერნატორის თქმით, მთავარი ჭურვი ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, მასში სახურავი და გათბობა დაზიანდა. მიმდებარე ორ სართულიან სახლში ფანჯრები ჩამტვრეულია. გამოცემის „7 × 7“ ცნობით, ჭურვი მაღაზია „კრისტალ ბელოგორიას“ მოხვდა. ადგილობრივი ტელეგრამის არხები შემთხვევის ადგილიდან ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან ბელგოროდის რეგიონი დაბომბულია. 20 ოქტომბრიდან რეგიონში და სხვა სასაზღვრო რაიონებში მოქმედებს „საშუალო რეაგირების“ რეჟიმი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას დროებით გადაიყვანოს ხალხი უსაფრთხო ადგილებში და შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება. 22 ოქტომბერს შებეკინოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)