|
2022-10-27 14:48:56, 2351 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი - რაც უფრო ღრმად და გრძლად გაწელავს ზამბარას ივანიშვილი, უფრო მძიმედ მოხვდება ცხვირში
თუ წაიკითხავთ, რატომ დაასანქცირეს, გეგონებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის განმარტებას კითხულობთ, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის სიგნალი, რომ ძალიან ახლოს არის სანქცირებასთან. "პლახოტნიუკის განმარტებას თუ წაიკითხავთ, რატომ დაასანქცირეს, გეგონებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის განმარტებას კითხულობთ - "რუსეთის ინტერესების გამტარებელი, სასამართლოზე ახდენდა ზეწოლას, კორუფციაში ჩაფლული" - აბსოლუტურად ერთი-ერთში ემთხვევა. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის სიგნალი, რომ ძალიან ახლოს არის სანქცირებასთან ისევე, როგორც მისი ოჯახის დასანქცირება მოხდა. მნიშვნელოვანია, ვინმე გონიერმა ადამიანმა ურჩიოს, რომ უბრალოდ მოეშვას ზამბარაზე ჩაჭიდებას, იმიტომ რომ, რაც უფრო ღრმად და გრძლად გაწელავს ზამბარას, კიდევ უფრო მძიმედ მოხვდება ცხვირში",- ამბობს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, აშშ-მა მოლდოველი რუსეთის გავლენის სუბიექტები და ოლიგარქები, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკი და ილან შორი დაასანქცირა. სანქციები, ჯამში, 9 ადამიანსა და 12 სუბიექტს შეეხო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას, 20 ოქტომბერს, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი, ასევე ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე მოხვდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)