2022-08-16 14:59:47, 1640 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი დივერსიაა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის რეგიონში რუსული სამხედრო საცავის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბრძოლო მასალის აფეთქება დივერსიის გამო მოხდა. სამხედრო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დაზიანდა სამხედრო საწყობი სოფელ ჟანკოისთან “, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეში საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა.
9 აგვისტოს, ყირიმში, ნოვოფედოროვკას დასახლებასთან, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებების სერია და ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების შედეგად სულ მცირე 9 თვითმფრინავი განადგურდა, აეროდრომი კი მწყობრიდან გამოვიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,