2022-08-15 21:21:51, 1773 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის IT-მა 600-ზე მეტი რუსული ონლაინ პლატფორმა დაბლოკა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინის "IT არმიამ" 600-ზე მეტი რუსული ონლაინ პლატფორმა დაბლოკა. - ამის შესახებ ინფორმაციას ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე თქმით, ძლიერმა კიბერშეტევამ მთლიანად შეაჩერა რუსული ოპერატორის მუშაობა.
"კიბერშეტევამ პარალიზება მოახდინა სახელმწიფო ფოსტის მუშაობაზე და ხელი შეუშალა იმ შემოსავალს, რომელიც შეძლებდა ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას და კიდევ ერთი მტრის რაკეტის წარმოებას“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,