2022-08-09 19:01:10, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის განათლების სამინისტრო - ჩვენი სკოლები მზად არიან, სექტემბრიდან 200-300 ათასი უკრაინელი მოსწავლე მიიღონ
პოლონური სკოლები მზად არიან, სექტემბრიდან 200-300 ათასი უკრაინელი მოსწავლე მიიღონ. - ამის შესახებ პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ამისთვის სისტემატურად ემზადებიან, რადგან მოქნილი სისტემა აქვთ.
"ჩვენ ამისთვის სისტემატურად ვემზადებით. ძალიან მოქნილი სისტემა გვაქვს, რომელიც თვითმმართველობასთან და პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად შევქმენით". - ნათქვმია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,