|
2022-08-09 16:15:16, 1922 ნახვა
რეგიონი
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება გაზარდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წელს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება გაზარდა. ქ. ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება სამინისტროს მიერ 80 000 ლარით უფინანსდებათ, დამატებით 30 000 ლარს ქ. ბათუმის მერია გამოყოფს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტეში რეგისტრირებული მოქალქეებისათვის სამინისტრო 110 000 ლარს გასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, ევექსის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში კლინიკის ხელმძღვანელებთან და ტრანსპლანტოლოგიის გუნდთან ერთად, იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ღვიძლი სამინისტროს თანადაფინანსებით გადაინერგეს. შეხვედრას დონორებიც ესწრებოდნენ. „ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი შეხვედრა შედგა პაციენტებთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე წლის, ან თვის წინ კრიტიკული იყო და დღეს ისინი ცხოვრებას სრულფასოვნად აგრძელებენ. სამინისტროს ფინანსნური მხარდაჭერით და რეფერალური საავადმყოფოს პროფესიონალი ექიმების ძალისხმევით, დღეს ჩვენ არაერთი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე ვიხილეთ. აჭარაში ტრანსპლანტოლოგიას სათავეში ბატონი კახა ქაშიბაძე უდგას და მინდა მას მთელ გუნდთან ერთად მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო. ძალიან დიდი კომფორტია პაციენტისათვის, როცა რეგიონიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს ასეთი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ. სამინისტროს ცნობით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წელიდან აფინანსებს, დღემდე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 34 პაციენტს ჩაუტარდა, გამოყოფილი თანხა 2 150 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა პაციენტი, რომელმაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია პირველმა, 2014 წელს ჩაიტარა. „ტრანსპლანტაციიდან 9 წელი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძმე იყო და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე, დღეს თითქმის აღარაფერი მახსოვს, ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში ვარგრძელებ და პერიოდულად გეგმიურ კვლევებს ვიტარებ“- განაცხადა ტატაიანა მეგრელიშვილმა. „ღვიძლი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გასულ წელს გადავინერგე, ვიდრე ამ კლინიკაში მოვხვდებოდი, სხვადასხვა სახის მკურნალობა არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში ჩავიტარე. სწორი დიაგნოზი აქ დამისვეს, ვანდე ჩემი სიცოცხლე ამ კლინიკის ექიმებს და დღეს თავს კარგად ვგრძნობ. ოპერაცია 70 %-ით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა, 30 000 ლარი ბათუმის მერიამ გამომიყო, ჯამში სახელმწიფო 100 000 ლარით დამეხმარა, ეს დახმარება ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათი იყო“- აღნიშნა ცინცაძე მარინამ. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას. მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ორმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)