04:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 10:29:41, 1181 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენპროკურატურა - რუსეთმა უკრაინაში 27000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა 27203 აგრესიის და ომის დანაშაული ჩაიდინა. ამ მონაცემს უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

კერძოდ, დაფიქსირდა ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევასთან დაკავშირებული 26 190 დანაშაული, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება ან დაწყება და წარმოება, 28 - ომის პროპაგანდა, 912 - სხვა დანაშაული.

ასევე, რეგისტრირებულია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული 12 724 დანაშაული. მათგან 8783 უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას ეხებოდა, 1525 ღალატს , 1800 კოლაბორაციულ საქმიანობას, 113 აგრესორი სახელმწიფოს დახმარებას, 64 დივერსიას, 439 სხვას.

ასევე, უკრაინის პროკურატურამ აღძრა 1451 სისხლის სამართლის საქმე ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics